qobuleTis municipaliteti  
  
 
 
 
 
 

alambari
სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალამბარი, ზედა კონდიდი). მდებარეობს მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 60 მ, ქობულეთიდან 14 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1837 კაცი.

istoria

XV-XVI საუკუნეებში ალამბარი წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს და მთავრის რეზიდენციას. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით აქ ჰქონდათ სასახლე გურიელებს. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.

საბჭოთა პერიოდში შედიოდა მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

demografia

აღწერის წელი მოსახლეობა
1908 315
2002 2325
2014 1837

RirSesaniSnaobebi

cixe

მამუკას ციხე

სოფელში, „ციხისყელად“ წოდებულ მთაზე დგას XVIII საუკუნის ციხის ნანგრევები. ციხე ეკუთვნოდა მამუკა თავდგირიძეს, რის გამოც მას მამუკას ციხე დაერქვა. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ²-ს შეადგენს.

eklesia

სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ადგილობრივი მოსახლეობა მას შუშანეთის წმინდა გიორგის უწოდებდა. ეკლესია ქვისგან იყო აგებული. 1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს იგი დანგრეული დახვდა.

 

 

 

foto galerea

მხარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°49`48″ ჩ. გ. 41°53`01″ ა. გ.
დაარსდა XV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 60 მ
მოსახლეობა 1837 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი
+995

 

 

ქობულეთის გერბი ქობულეთის დროშა